ჩვენს შესახებ

-რას შეიძენთ ჩენთან თანამშრომლობით ?
• სანდო და კომპეტენტურ პარტნიორს, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეგირჩიოთ თქვენზე მორგებული პროდუქცია და დაგიცვათ ზედმეტი ხარჯებისაგან, პროდუქტის გარანტირებულ ხარისხს, საუკეთესო ფასს და მომსახურებას თქვენთვის სასურველ პროდუქტზე.
–რით გამოიხატება სანდოობა და კომპეტენტურობა ?
• სანდოობა გამოიხატება ჩვენს მიერ უკვე შესრულებული საქმეებით და ჩვენი დამკვეთების რეკომენდაციებით.
• კომპეტენტურობა გამოიხატება ჩვენი გუნდის გამოცდილებით, რაც ჩვენი გუნდის წევრების ამ სფეროში 10-დან 30-წლამდე მუშაობის შედეგია.

– როგორ ვუზრუნველვყობთ პროდუქციის ხარისხის გარანტიას ?
• ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ მოწინავე საწარმოსთან რომელთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია დამკვეთთან ხანგრძლივი თანამშრომლობა და არა ერთჯერადი, ისევე როგორც ჩვენი კომპანიისათვის, შესაბამისად ჩვენი მიზანია მომხმარებლები დარჩნენ კმაყოფილნი რათა მათ მომავალში კვლავ ქონდეთ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. პროდუქციის ხარისხზე ვართ სრულიად პასუხისმგებლები, ჩვენს შორის შეთანხმებულ პროდუქციის ხარისხსა და მახასიათებლებზე არსებულ ინფორმაციას ვდებთ ხელშეკრულებაში რაზედაც ჩვენ ვხვდებით თქვენს ანუ დამკვეთის წინაშე იურიდიულად პასუხისმგებლები.
–როგორ ვახერხებთ საუკეთესო ფასისა და მომსახურების მოწოდებას ?
• ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფასი და ხარისხი არამედ ასევე ვადები, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენს დამკვეთს პროდუქცია მიეწოდოს დათქმულ ვადებში და შეთანმხებული პირობებით, რაშიც გვეხმარებიან, როგორც ჩვენი პარტნიორი ქარხნები ასევე სატრანსპორტო კომპანია რომელთანაც რამოდენიმე წელია უკვე ვთანამშრომლობთ.
• რაც შეეხება ფასს, ჩვენ არ ვსარგებლობთ შუამავლებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორი ქარხნების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქციას და ჩვენი მათთან თანამშრომლობის ხანგრძლივობიდან, კომპანიის ბრუნვებიდან გამომდინარე, გვაძლევენ საუკეთესო ფასს მათ მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე.
